რეგიონი
კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოეწყო საპიკნიკე ადგილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ პირსს. პალიასტომის ტბაზე შეკეთდა ფრინველებზე დაკვირვების კოშკურები. ასევე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.

ამავე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა „შავი ზღვის ტერმინალის“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს. კოლხეთის ეროვნული პარკი პირველი დაცული ტერიტორიაა, რომელიც საქართველოდან იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსის მოსაპოვებლადაა წარდგენილი.



Print