ახალი ამბები
ზუგდიდში გამოცდების დილის სესიაზე ხუთი აბიტურიენტი არ გამოცხადდა (ვიდეო)
ზუგდიდში ეროვნული გამოცდების დილის სესიას სულ რეგისტრირებული 450-მდე აბიტურიენტიდან 5 არ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს. დღეს აბიტურიენტებს ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქვთ.გამოცდებიდან გამოსული აბიტურიენტების თქმით, საკითხები საშუალო სირთულის იყო.

რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ამ დრომდე ვერ მოახერხეს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლა, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ თითოეული ახალგაზრდის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავენ და არცერთი მათგანი არ დარჩება განათლების გარეშე.
Print