ახალი ამბები
უკრაინაში მომხდარ ავარიას ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მკვიდრები ემსხვერპლნენ
უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში პირველ ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. ერთ მათგანი, ჩხოროწყუელი ტატო ნაჭყებიაა, ხოლო მეორე ზუგდიდის სოფელ ჩხოუშის მკვიდრი ბადრი ჭაჭუა. ავარიის შედეგად გარდაცვლილები 41-42 წლის მამაკაცები არიან. როგორც რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უთხრეს, გარდაცვლილებს სამშობლოში ამ დღეებში ჩამოასვენებენ.






Print