ახალი ამბები
მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს - https://police.ge ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია დაემატა. შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით (1%) შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.

გადახდა შესაძლებელია მობილური ტელეფონის საშუალებითაც.


Print
თეგები: ჯარიმა / შსს / მძღოლი /