ახალი ამბები
„გახარია, გაგვახარე, წადი“ - მსვლელობა ზუგდიდში (ვიდეო)
შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში ავტომანქანებით მსვლელობა მოაწყეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იმოძრავებენ და ამით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ თბილისში 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს. მსვლელობას „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ახლაგაზრდული ორგანიზაციის წევრები მართავენ.

„ვიმოძრავებთ ქალაქში, ვეცდებით რომ გახარიას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. ასევე პლაკატები გვაქვს მანქანაზე გაკრული. ჩვენი ეს პერფორმანსები იქნება ყოველდღიური, ამით სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საქართველოსთვის ყოველ ღამე შვიდ საათზე აპროტესტებენ 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს და ითხოვენ გახარიას გადადგომას. მივმართავთ ბატონ გახარიას: გახარია გაგვახარე, გაგვახარე, წადი“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა წევრმა სალომე ფარცვანიამ.

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციამ გუშინაც გამართა.
Print