ახალი ამბები
ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი 3 მილიონით გაიზარდა
ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და შესაბამისად მიმდინარე წლის ბიუჯეტი სამ მილიონ ლარით გაიზარდა. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, აღნიშნული თანხა ადგილობრივი და ქონების გადასახადიდან შემოვიდა.

„ეს გახლავთ ნახევარი წლის მონაცემები, რაც ეხება ადგილობრივ მოსაკრებლებს ბუნებრივი რესურსებიდან და სხვადასხვა გადასახადებს. თანხა ასევე შემოვიდა არაფინანსური აქტივებიდან. შესაბამისად, ბიუჯეტი განისაზღვრა 65 მილიონ 533 ათას ლარით.  ეს თანხები გადანაწილდა სოცილურ და ჯანდაცვის საკითხებზე. ასევე, თანხის ნაწილი მიიმართა ჩვენს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სუბსიდირების ზრდაზე. გარდა ამისა, გადანაწილდა წინა წელს წარმოშობილი ვალდებულების დაფინასების მიმართულებით. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ კარგი მუშაობის შედეგად, ნახევარი წლის მონაცემებით გადაჭარბებით ხდება გარკვეული პარამეტრების შესრულება“, - ამბობს წოწერია. 

ამ დრომდე ბიუჯეტი 61 მილიონ 55 ათას ლარს შეადგენდა.




Print