რეგიონი
ამოთხრილი თვალი და ცოცხი - ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტის პროტესტი კედელზე (ფოტო)
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ კედელზე ახალი ნახატი გამოჩნდა. მისი ავტორი სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდიაა. ზარანდიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ამოთხრილი თვალისა და ცოცხის კედელზე მიხატვა იმის გასაპროტესტებლად გადაწყვიტა, რომ, მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლებები ხალხზე ძალადობენ.

„ეს სისტემის მანკიერი სახის გამოვლინებებია. მთლიანობაში, ძალაუფლების წყარო არის ხალხი, მაგრამ ხალხზე ყველა მთავრობამ იძალადა. ნაცი-ქოცი ერთი სისტემის სახელებია. მისი უდიდებულესობა ხალხი კი კვლავ უგონოდ, დაქსაქსული დარბის ხელოვნურ ჩიხში და ყველაფერს აკეთებს, გარდა სისტემის გაკეთილშობილებისა. მომავალი მთავრობაც, ალბათ, რომელიმე კიდურს ან სხეულის რომელიმე ნაწილს ააგლეჯს მოწინააღმდეგეს“, - გვითხრა როსტომ ზარანდიამ.

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მათ შორის, პატიმრების, ცოცხით სავარაუდო გაუპატიურების კადრები გავრცელდა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში კი, აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის სხვადასხვა სახეობის ტყვიებით დარბევის შემდეგ, ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, რამდენიმეს ტყვია თვალი არეში მოხვდა. შედეგად, ორ მათგანს თვალის ამოღება დასჭირდა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.