რეგიონი
განათლების სამინისტრო იდლიანის სკოლაზე: მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, იდლიანის თემისა და სხვა მცირეკონტიგენტიანი სკოლების პრობლემებთან დაკავშირებით უწყება მუშაობს. სამინისტროს პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ამ თემაზე რეფორმის ფარგლებში კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რაც სწავლების რამდენიმე სახეს, მათ შორის, დისტანციურ ან მივლინებული მასწავლებლის საშუალებით სწავლებას გულისხმობს.

„ეს არ არის მხოლოდ ერთი სკოლის პრობლემა. ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე და როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნეს სამინისტროში.

რაც შეეხება იდლიანელების მოთხოვნას, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე სკოლაში, თუნდაც, მეორე სმენის დაშვებით სწავლება მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასების ჩათვლითაც გაგრძელდეს, სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ უწყებას ოფიციალური წერილით უნდა მიმართონ.

Print