ახალი ამბები
გალში თხილის პლანტაციებს ავიაციის დახმარებით წამლავენ
გალში თხილის პლანტაციებს ავიაციის საშუალებით წამლავენ. ამის შესახებ აფხაზურ მედიას რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განუცხადა. ამავე ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოთხი ათას ჰექტარზე არსებულ ნარგავებს დაამუშავებენ. მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიებები ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასოდ ტარდება.

„გალის რაიონში აზიური ფაროსანას რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა, ჩვენ ველოდებით, რომ მოსავლის 60-70% ავიღებთ, 2017 – 2018 წლებში ჩვენ დიდი ზარალი მოგვადგა“, - თქვა ნადარაიამ.

გამოცემა „აიაირას“ ინფორმაციით, თხილის პლანტაციების დასამუშავებლად იყენებენ ვერტმფრენს, რომელიც შესაბამისად არის აღჭურვილი და რამდენიმე ტონა ქიმიკატის გადაზიდვა შეუძლია.

„იქმნება ნისლის ეფექტი, რომელიც შემდეგ თხილის ფოთლებზე ილექება. ჩვენ საკმაოდ დიდ ფართობებს მოვიცავთ, მსგავსი აგროღონისძიება  2017 წლეს ჩატარდა. ათასობით ჰეტაქრის შეწამვლა სახელმწიფოს 6 მილიონ რუბლზე მეტი უჯდება", - აღნიშნა ნადარაიამ.

მისივე ინფორმაციით, წამლობა ორი დღის წინ დაიწყო და კვირის ბოლოს დასრულდება. ამ დროისათვის 1500 ჰექტარი დამუშავდა.

უწყების ინფორმაციით, აფხაზეთში თხილის პლანტაციები დაახლებოთ, 12 - 15 ათას ჰექტარზეა განთავსებული.


Print