ახალი ამბები
ახალ ათონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ე.წ. საზღვარი შვილთან ერთად გადალახა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახალ ათონში დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ბეგლარ შაქროს ძე წილოსანი. ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„დაკავებისას გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან, 2015 წელს დაბადებულ ქალიშვილთან ერთად, უკანონოდ გადაელახა აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი, გალის რაიონის სოფელ საბერიოსთან. გოგონას ასაკის და ჟენევის დისკუსიის ფორმატის გათვალისწინებით, ის ევროკავშირის სამშვიდობო მისიის თანდასწრებით, ენგურის ხიდზე დედას თამარ გოგსაძეს გადასცეს. დაკავებული მამაკაცი კი გალის იზოლატორში მოათავსეს“, - ნათქვამია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.



Print