ახალი ამბები
ხობში ხოხბის მოშენება იგეგმება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტო გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნას აშენებს. აქ ასევე მოეწყობა ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე კოლხური ხოხბის მოშენება, ხოლო შემდგომში მისი ბუნებაში გაშვება იგეგმება.

კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეებით მდიდარი წყალსატევების სანაპირო დაბლობზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე.


Print