ახალი ამბები
„შეაჩერე ნენსკრა“ – 87 ათასზე მეტი ხელმოწერის მქონე პეტიციას საერთაშორისო ბანკებს გადასცემენ
StopNenskra - ამ სახელით act.wemove.eu-ზე პეტიციაა დარეგისტრირებული, სადაც მსურველები ხელს ნენსკრა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ იმ მოტივით აწერენ, რომ ჰესი ხეობის მრავალფეროვნებას და ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივ გარემოს საფრთხეს უქმნის.

პეტიცია საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „Banwatch-ის“, WeMove Europ-ის და „მწვანე ალტერნატივის“ პარტნიორობით მომზადდა და ამ დრომდე უკვე 87,752 ხელმოწერას აერთიანებს. მისი ადრესატები კი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტია. პეტიციის ხელმომწერები ევროპულ ბანკებს სთხოვენ, პროექტში არსებული სხვადასხვა პრობლემური გარემოების გამო, არ დააფინანსონ ნენსკრა ჰესი.

აღნიშნულ პეტიციას და ხელმოწერებს 12 ივლისს, ლუქსემბურგში საერთაშორისო ბანკების მიერ დაგეგმილ გაფართოებულ შეხვედრაზე EIB-ის და EBRD-ის წარმომადგენლებს „მწვანე ალტერნატივის“ და „ბენქვოჩის“ წარმომადგენლები გადასცემენ.


ამავე თემაზე:

მწვანე ალტერნატივა: ნენსკრა ჰესი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში $60 მლნ-ით აზარალებს
Print