ახალი ამბები
„არა რუსთავი 2“-ს, „კი ეკლესიას“ - ზუგდიდში „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინებას და მიიჩნევენ, რომ კერძო ტელეკომპანია სარედაქციო პოლიტიკით ქვეყანას აზარალებს.

ამასთან, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს სტუმართმოყვარე ქვეყანაა და მხარს უჭერენ სამხედრო მიუმხრომლობას.

დაახლოებით, 20-მდე ადამიანს რამდენიმე წუთის განმავლობაში ცენტრალური საავტომობილო გზაც ჰქონდა გადაკეტილი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში რუსთავი2-ის და ლგბტქი აქტივისტების წინააღმდეგ აქცია გაიმართა (ვიდეო)

Print