რეგიონი
სოხუმის ცენტრში მამაკაცი მოკლეს
სოხუმის ცენტრში „დიდების პარკის“ რაიონში, ღამის საათებში სროლა იყო, შედეგად, 1997 წელს დაბადებულ აინარ კვიცინია სასიკვდილოდ დაიჭრა, წერს გამოცემა "აიაირა". საავადმყოფოში ის თანატოლმა ლეონ კვიცინიამ გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე სამარათალდამცავები მუშაობენ და მომხდარის გარემოებებს იძიებენ.

Print