რეგიონი
ბრიტანეთის ელჩი სვანეთზე: „ვაიმე, არაჩვეულებრივია“ (ფოტო)
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა სვანეთში იმოგზაურა და ფოტოები სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ელჩი საკუთარ შთაბეჭდილებებს გამოხატავს და წერს, რომ სვანეთი არაჩვეულებრივია.

„სვანეთში თქვენ სუნთქვისშემკვრელი სილამაზით ხართ გარშემორტყმული, როდესაც ზემოთ და გარშემო მიმოიხედავთ“, - წერს მაკენზი და ჰეშთეგით სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას „SpendYourSummerInGeorgia” (გაატარე ზაფხული საქართველოში) უერთდება.

Print