ახალი ამბები
დღეს საპატიო ზუგდიდელებს დაასახელებენ
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, თბილისის „ბიგ ბენდის“ და „ქართული ხმების“ ერთობლივი კონცერტი დღეს,  19:00 საათზე გაიმართება. გარდა ამისა, საპატიო ზუგდიდელებს დააჯილდოვებენ. მათ რაოდენობასა და ვინაობას ზუგდიდის მერიაში არ ასახელებენ.

კონცერტი „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, „CHEK IN GEORGIA“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდება.


Print