ახალი ამბები
"გახარია წადი" - ზუგდიდში ფლაერები დაარიგეს
სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დღეს ზუგდიდში მორიგი საპროტესტო აქცია - "გახარია წადი" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს ფლაერები დაურიგეს, რომელშიც 20 ივნისის დარბევის შედეგად დაზარალებულების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

"უკვე ოცდამეექვსე დღეა, რაც მიმდინარეობს აქცია "სირცხვილია" და ზუგდიდიც არაერთხელ შეუერთდა ამ აქციას და დღესაც ვუერთდებით. ზუგდიდის ცენტრალურ ტერიტორიაზე ვარიგებთ ფლაირებს, რომელზეც ასახულია ყველა ის ინფორმაცია და ის შედეგები, რომელიც მოყვა
20 ივნისის დარბევებს და სისხლიან ღამეს. ამით გვინდა ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, შევახსენოთ ხალხს იმ სისხლიანი ღამის შედეგები იმისთვის, რომ ადამიანებმა უკეთ შეაფასონ როგორ მოიქცნენ", - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა, ცაბუნია ვართაგავამ.

20 ივნისს დარბევის შედეგად 240-მა პირმა მიიღო სხვადასხვა დაზიანება, აქედან 38 ჟურნალისტი და ოპერატორი იყო.

ამავე თემაზე:
გიორგი გახარია ადასტურებს, რომ 20 ივნისის ღამეს ბრძანება მან გასცა
“წადი”-ზუგდიდის ცენტრში კორპუსიდან გახარიას ბანერი გადმოფინეს
„წადი, ვერ დაგვაბრმავებთ“ - „თავისუფლების მარში“ ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
Print