ახალი ამბები
ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ხობში,ჭალადიდის საავტომობილო გზაზე ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი "ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი ,,ოპელის“ ტიპის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ,"ოპელის“ მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ხობისა და ფოთის საავადმყოფოებში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, ერთ მათგანს, 26 წლის მამაკაცს ზედაპირული ტრავმები აღენიშნება.

"ის მოთავსებულია მიმღებ-დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და სამედიცინო კვლევები უტარდება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“- აღნიშნა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

მეორე დაშავებულის, 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა, ექიმების ინფორმაციით, სტაბილურია. მას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა რამდენიმე ზედაპირული ჭრილობა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Print