რეგიონი
ქვემო ქვალონის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ნაპოვნი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის ცენტრში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაკაცი იპოვა, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ქვემო ქვალონის გამგებლის ცოტნე დადიანის ინფორმაციით, დაშავებული პოვნისას მძიმე მდგომარეობაში იყო და ის ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"როცა იპოვეს, როგორც ვიცი, უგონო მდგომარეობაში იყო. სავარაუდოდ, წაქცეულია და თავი აქვს დარტყმული, ნეკნიც მოტეხილიაო, მითხრეს. აქ მარტო ცხოვრობს, ოჯახის წევრები თბილისში ჰყავს. რა მოხდა, არ ვიცით, თუმცა, კონფლიქტური პირი ნამდვილად არ არის", - უთხრა რადიო "ათინათს" დადიანმა.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, ის კომაში, მართვით სუნთქვაზეა.

"შემოყვანილ პაციენტს აღენიშნება ქალა ტვინის ტრამვა, თავის ტვიმის დაჟეჟილობა, ტრამვული სუბდურული სუსხლჩაქცევა, სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია ოპერაციაზე", - აღნიშნა კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.


Print