რეგიონი
ზუგდიდის თეატრი 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებული მსახიობის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი 19 ივლისს 20-21 ივნისის ღამით, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევისას დაშავებული მსახიობის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს. ამის შესახებ თეატრის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ. ამავე ინფორმაციით, სპექტაკლ "ცილინდრში" დემეტრე ნაყოფიაც მონაწილეობდა.


"ამ სპექტაკლში მონაწილეობდა ჩვენი თეატრის მსახიობი დემეტრე ნაყოფია ,რომელმაც 20 ივნისის მოვლენების დროს მიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. სპექტაკლი საქველმოქმედოა, შემოსული თანხა გადაერიცხება დემეტრე ნაწყოფიას. თეატრის შემოქმედებითი დასი და თანამშრომლები უსურვებენ დემეტრეს მალე გამოჯანმრთელებას", - აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დემეტრე ნაყოფია ერთ-ერთია იმ 240 ადამიანიდან, ვინ აქციის ძალის გამოყენებით დაშლისას მძიმე დაზიანება მიიღო. მას რეზინის ტყვია თვალის არეში მოხვდა, რის შემდეგაც თვალისა და მხედველობის შესანარჩულებლად ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.



Print