რეგიონი
ანაკლიაში მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა
ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და...“ გაიმართა. მასში როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე  ინგლისიდან და ირლანდიიდან ჩამოსული  ანსამბლებიც მონაწილეობდნენ. 

ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. მისი ორგანიზებისთვის მერიამ 32 ათასზე მეტი ლარი გამოყო. მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში 18 ივნისს დაფუძნდა.



Print