ახალი ამბები
ხობში ნაპოვნი მამაკაცი გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის ცენტრში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ნაპოვნი მამაკაცი წუხელ გარდაიცვალა. როგორც რადიო „ათინათს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს, მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა  მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამავე ინფორმაციით, მას ქალა ტვინის ტრამვა და  თავის ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

სოფელ ქვემო ქვალონის ცენტრში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაკაცი იპოვა, რომელსაც ხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.




Print