ახალი ამბები
ავტოავარიისას დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ავტოავარიისას დაშავებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ექიმების ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, მოზარდი ამ დროისთვის საავადმყოფოში, დაკვირვების ქვეშ რჩება.

ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე შუქნიშანთან, 15 წლის მოზარდს ტაქსი დილით დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა წითელზე გადმოდიოდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





Print