რეგიონი
ზუგდიდელი მომღერალი კალიფორნიაში მიმდინარე ფესტივალის ფინალში გავიდა
ზუგდიდელი ახალგაზრდა მომღერალი თამარ ლილუაშვილი ამერიკაში, კალიფორნიის შტატში მიმდინარე საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის ფინალშია. "მსოფლიოს ვარსკვლავებში“ სულ 66 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის, ,,რიბი-რაბოს“ და ანსამბლ ,,გინცის“ სოლისტი თამარ ლილუაშვილი

გასულ წელს ზუგდიდელმა მომღერალმა აშშ-ში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში – Golden Dream გაიმარჯვა და გრან-პრის მფლობელი გახდა.

ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, კალიფორნიაში გამგზავრების ხარჯები თამარ ლილუაშვილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუფინანსა.


Print