ახალი ამბები
იულია სუსლიაკი: გარანტიას ვიძლევი, რომ საქმის გამყალბებლები პასუხს აგებენ
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მან პენიტეცნიური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი საქმის ფაბრიკაცია მოახდინეს.

„ახლა ძალიან უარყოფით ემოციებში ვარ. ამ საქმის ფაბრიკაცია მოხდა იმისთვის, რომ მაღალჩინოსნებმა სამხრეებზე ვარსკვლავები მოიმატონ. ეს ადამიანები აუცილებლად აგებენ პასუხს, მე ამის გარანტიას გაძლევთ,“ - აღნიშნა სუსლიაკმა.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს რომ ის ქართველმა სამართალდამცავებმა ისევ დააკავონ.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი დღეს გაათავისუფლეს.
Print