რეგიონი
ზუგდიდელი მომღერალი აშშ-ში “მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი” გახდა (ვიდეო)
ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე ზუგდიდელი თამუნა ლილუაშვილი “მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი Wcopa 2019“ გახდა. მომღერალმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

როგორც ,,რიბი-რაბოს“ და ანსამბლ ,,გინცი“-ს წამყვანი სოლისტი თამუნა ლილუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მას უცხოელი პროდიუსერებისგან ამერიკაში სწავლის გაგრძელების შეთავაზებებიც აქვს.

"მსოფლიოს ვარსკვლავებში“
სულ 66 ქვეყანა მონაწილეობდა. ზუგდიდელი მომღერლის პედაგოგი სტუდია ,,რიბი-რაბოს" ხელმძღვანელი ნინო მამფორიაა.

ფოტო, ვიდეო: თამუნა ლილუაშვილი
Print