სოხუმში ევკალიპტის ახალი მავნებელის გავრცელების შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტი აქვეყნებს. მანამდე, მცენარის სხვა მავნებელი გაგრაშიც
დაფიქსირდა. მწერი ევკალიპტის ფოთლების წვენით საზრდოობს და მათ თეთრი ნადები ედება, რაც მცენარის ხმობას და ნაადრევ ფოთოლცვენას იწვევს. სპეციალისტების ცნობით, მავნებელთან ბრძოლის ქიმიური მეთოდები არაეფექტურია და მათ წინააღმდეგ უმჯობესია ბიოლოგიური მეოდების გამოყენება.
მასალის გამოყენების პირობები