ახალი ამბები
მინისტრი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროგრესი არ არის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კონსორციუმისა და მსოფლიო ბანკების მხრიდან პროგრესი არ არის. მისივე თქმით, სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან.


„ჩვენ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას დავეთანხმეთ, რომელიც იყო დაყენებული მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებისა და კონსორციუმის მხრიდან, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა. ჩვენ გადავადებული გვაქვს ვალდებულებების შესრულების თარიღი წლის ბოლომდე. გარდა ამისა, არის ეტაპობრივი თარიღები და ვადები. მაგალითად: 15 აგვისტოს უკვე ველოდებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და სამშენებლო კომპანიას შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტს. 15 ოქტობრისთვის ველოდებით წინასწარ პირობებს ბანკებიდან და ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართება. თუმცა, სიფრთხილითაც უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგანაც საკმაოდ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბანკებთან მოლაპარაკება გვქონდა და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჯერჯერობით დიდი პროგრესი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან არ ჩანს“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

ამავე თემაზე:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა გადაუვადდა



Print