ახალი ამბები
ზვიად სიჭინავა: აუზის მშენებლობას რამდენიმე დღეში დავიწყებთ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიზნესმენსა და ზუგდიდის მერობის ყოფილ კანდიდატს ზვიად სიჭინავას აუზის მშენებლობის ნებართვა მისცა. რადიო "ათინათს" სიჭინავამ უთხრა, რომ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება.



"როგორც ვიცი, შაბათ-კვირას უკვე მზიანი ამინდია და დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებისთვის მზადებას. ეს იქნება ევროსტანდარტებთან შესაბამის აუზი, სპა, საუნა, ჯაკუზი, გამაჯანსაღებელი პროცედურები.  აუზი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ფასები კი პირველ ეტაპზე, პირობების გათვალისწინებით, ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გვექნება", - აღნიშნა სიჭინავამ.

ს.კ. "ბაიას“ ბაზაზე  კომპლექსის მშენებლობისთვის ნებართვის მისაღებად ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზუგდიდის მერიას ივნისში მიმართა.




Print