ახალი ამბები
ხაზარაძე ბრალის წარდგენაზე: ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ მის მიმართ ბრალის წარდგენა ანაკლიის პორტის პროექტის გასაჩერებლადაა მიმართული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში შესვლამდე უთხრა.

„სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს მოძრობას ჩვენს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროეტის გასაჩერებლად. ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში და მიაყენა სერიოზული ზიანი, როგორც მოლაპარაკებას, ასევე, მსოფლიო ბანკის აქციონერებს. 6 თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების შემობრუნებას, ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე. გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადებას, რომ პროგრესი არ არის, დღეს ვიღებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, მსოფლოს გასაგონებლად, რომ ზიანი მიაყენენონ არა ხაზარაძეს, არამედ საქართველოს ინტერესებსა და ანაკლიის პროექტს. ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი და ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული მთელი ეს პროცესი. არავის ეგონოს,  რამე გამაჩერებს. ის განცხადება, რაც პროკურატურამ გააკეთა, არის სრული აბსურდი და მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ და არაფრის მეშინია, რადგან ვართ მართლები", - აღნიშნა ხაზარაძემ. 


საქართველოს მთავარი პროკურატურა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს ბრალს წარუდგენს. უწყებაში განმარტავენ, რომ ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

Print