ახალი ამბები
ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მოსახლეობა დააზარალა
უხვმა ნალექმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. როგორც რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, ძლიერი წვიმის შედეგად ძირითადად ქალაქის მოსახლეობა დაზარალდა. ამავე ინფორმაციით, ჩახერგილია გზები, გაჭედილია საკანალიზაციო არხები, დატბორილია 15-მდე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი და სახლის ნაწილი.

„ძირითადად ქალაქის მოსახლეობას აქვს პრობლემა. სახლში შეუვარდათ წყალი. შეტყობინება შემოვიდა სოფელ ეწერიდან, თანდათან შემოდის ზარებიც“, - ამბობს წალენჯიხის მერის მოადგილე ცოტნე შონია.

ამავე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემურ ადგილებზე დილიდან გასულები არიან.




Print