ახალი ამბები
ჩხოროწყუში სახლების ეზოები დაიტბორა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, წაღებულია სახნავ-სათესი სავარგულების ნაწილიც.

"ასეთი მდგომარეობაა ძირითადად, ქალაქში, მუხურში, ხაბუმეში. ჯერჯერობით, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს", - აღნიშნა გოგუამ.

მისივე ინფორმაციით, ჩხოროწყუში ამ წუთებშიც წვიმს. 

ამავე თემაზე:

ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მოსახლეობა დააზარალა
Print