ახალი ამბები
სოხუმმა მოსკოვს 1,5 მილიარდი რუბლის ოდენობით ვალი დაუბრუნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციას 1,5 მილიარდი რუბლის ოდენობით ვალი დაუბრუნა, ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები ვადებში სრულდება, წერს გამოცემა „აიაირა“.

ამავე ცნობით, 2010 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოსკოვმა სოხუმს 2 მილიარდი რუბლის ოდენობით კრედიტი აფხაზეთის რკინიგზის აღსადგენად გადასცა. 2017 წელს რუსეთმა დავალიანების დაფარვის ვადა 6 წლით გაზარდა. შესაბამისად, სესხი 2023 წლის ნაცვლად, 2029 წელს უნდა დაიფაროს.




Print