ახალი ამბები
სოხუმი და ცხინვალი საავტომობილო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ
სოხუმმა და ცხინვალმა საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. წერს „აფსნიპრესი“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მხრიდან დოკუმენტს ხელი ტრანსპორტის სამმართველოს ხელმძღვანელმა რობესტან გაბლიამ, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან, მრეწველობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის კომიტეტის წარმომადგენელმა - ბათრაძ სანაკოევმა მოაწერეს. ამავე ცნობით,  მარშრუტზე  „ცხინვალი - ვლადიკავკაზი - სოხუმი“ ტრანსპორტი მთელი წლის განმავლობაში იმოძრავებს.

ოსური დელეგაცია სოხუმში სამუშაო ვიზიტით 24 ივლისს ჩავიდა.


ამავე თემაზე: სოხუმი და ცხინვალი საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის ამოქმედებას გეგმავენ


Print