რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 ათასი ლარის გადახდა დაავალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,  შონია დამნაშავედ ცნეს და ბრალდების მხარესა და ბრალდებულს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

„სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, სახლმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“, - გვითხრეს სასამართლოში.

ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე:

ყოფილ გუბერნატორს გირაო შეეფარდა

Print