ახალი ამბები
ზუგდიდში ჭაში ჩარჩენილი მამაკაცი, რამდენიმე საათია, ვერ ამოჰყავთ
ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მდებარე ჭიდან, დაახლოებით, სამი საათია მამაკაცი ვერ ამოჰყავთ. მეზობლების ინფორმაციით, სამუშაოების დროს, დაახლოებით, 10 მეტრიან ჭაში მიწა ჩაიშალა და ერთ-ერთი მუშა, 72 წლის მამაკაცი მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
Print
თეგები: ჭა / კაცი / ზუგდიდი /