რეგიონი
ზუგდიდში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, გამოძიება დაიწყო.  სამართალდამცავები ფაქტს 124-ე მუხლით იძიებენ, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

ჭის წმენდის სამუშაოები დროს, დაახლოებით, 10 მეტრიან ჭაში მიწა ჩაიშალა და ერთ-ერთი მუშა, 72 წლის მამაკაცი მოიყოლა. მისი ამოყვანის ოპერაცია, რამდენიმე საათია, მიმდინარეობს.

Print