ახალი ამბები
ზუგდიდში ჭაში ჩარჩენილი მამაკაცის მდგომარეობა ჯერ უცნობია
ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში ჭის ჩაშლის შედეგად მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია. მისი შვილი, რომელიც მომხდარის დროს ადგილზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ გაწმენდითი სამუშაოებისას მიწა მოულოდნელად ჩაიშალა.

მისივე თქმით, მამამისის ხმა, თითქმის, ერთი საათი ისმოდა. შემთხვევა, კი, დაახლოებით, 3 საათის წინ მოხდა. ჭის გაწმენდით სამუშაოებზე მომუშავე მამა-შვილი სოფელ ინგირიდანაა. 

ადგილზე სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო

Print