სარეკლამო მასალა
სოფელ ნაცატუს თხილის საშრობში ფერმერებმა პირველი მოსავალი მიიტანეს (ვიდეო/ფოტო)®️
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუს საშრობ-სასაწყობე საწარმოში ადგილობრივმა ფერმერებმა თხილის მოსავალი გასაშრობად მიიტანეს. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა  გიორგი თოდუამ  ხაზი გაუსვა თხილის საშრობის საწარმოს პრიორიტეტულობას და თქვა, რომ შარშანდელთან შედარებით ასოციაციის წევრების რაოდენობა გაათმაგდა.

,, უკვე მინიმუმ ორჯერ მეტი ხარისხიანი მოსავლის მოლოდინში ვართ,  ზოგიერთ  სოფლებში უკვე დაიწყეს მოსავლის აღება, ასე ვთქვათ მოკრეფა, თუმცა ერთობლივი მოსავლის აღება მოგვიანებით დაიწყება. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ავიღოთ მოსავალი, გავაშროთ სათანადოდ და დავასაწყობოთ. როდესაც ლაბორატორიაში ვაკეთებთ ანალიზებს აშკარად ჩანს, რომ  ვინც გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, მათი პროდუქცია არის მაღალი ხარისხის, ხოლო იმ  ფერმერებს, რომლებსაც არ შეუწამლავთ თხილი მათი მოსავალი უხარისხოა’’ -  აღნიშნა თოდუამ.

ფერმერმა გიორგი ზარქუამ საწარმოში წალენჯიხიდან ნახევარ ტონამდე თხილი მოიტანა გასაშრობად. მისი თქმით შეწამვლა და უსაფრთოების წესების დაცვა აუცილებელია, წელს კი სამ ტონამდე მოსავალს ელოდება.

,,ასოციაციამ გადმოგვცა შესასხური აპარატი, შევწამლეთ ექვსჯერ. თვეში სამჯერ, ოთხჯერ დადის ჩვენი კონსულტანტი. ყველას ვურჩევ გაწევრიანდეს ამ ასოციაციაში და მიიღებენ უმაღლეს შედეგს’’, - გვითხრა წალენჯიხის მკვიდრმა.

ჭკადუაშში მცხოვრებ ფერმერ  იაკობ გულორდავას თხილის ბაღები ოთხ ჰექტარზე აქვს გაშენებული და 4 ტონამდე მოსავალს ელოდება. ის აღნიშნული ასოციაციის წევრია და პლანტაციებს აგრონომების რჩევებით უვლის.

,, ექვსჯერ შევწამლე, მეშვიდეჯერაც ვაპირებ წამლობას, ჩემს პლანტაციაში ფაროსანა არ შემინიშნავს. კმაყოფილი ვარ ასოციაციის მომსახურებით და ვგეგმავ თხილის საშრობში მოტანას,’’ - აღნიშნა იაკობ გულორდავამ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობი და სასაწყობე საწარმო 2018 წლის აგვისტოში გაიხსნა, რომელიც არსებული სიმძლავრით 600-ზე მეტი ფერმერის მომსახურებაზეა გათვლილი. საწარმოში 1000 ტონა თხილის გამოშრობა და 500 ტონა პროდუქციის დასაწყობებადა შესაძლებელი.

„თხილის გადარჩენის პროგრამა“ ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით.

პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რითაც მეთხილე ფერმერები აგროსამუშაოებს ატარებენ.







Print