რეგიონი
სუს-ში საქართველოს მოქალაქის ოკუპირებულ გალში დაკავებას ადასტურებენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს მოქალაქის 51 წლის ალექსანდრე კაპანაძის ოკუპირებულ გალში დაკავებას ადასტურებენ. ის აფხაზმა სამართალდამცავებმა და რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აიყვანეს.

"ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად",- უთხრეს რადიო "ათინათს" სუს-ში.

ალექსანდრე კაპოანაძე საზღვრის კვეთის მცდელობისას 23 ივლისს დააკავეს.

Print