ახალი ამბები
გუბერნატორი საკადრო ცვლილებებზე: მთავრობისთვის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა პრიორიტეტულია
სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, სახელმწიფო რწმუნებულის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, რომ რეგიონების განვითარება და მმართველობით სტრუქტურებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების ჩართვა მთავრობის პრიორიტეტია.

„რეგიონების განვითარება და მმართველობით სტრუქტურებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების ჩართვა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებია. ზუგდიდში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ასეთი ახალგაზრდების ჯგუფი გვყავს მუნიციპალიტეტის სათავეში. სახელმწიფო ადმინისტრაციაში არის ცვლილებები და სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ დაინიშნა დავით ფარცვანია. მას აქვს გამოცდილება, როგორც კერძო სექტორში და ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში“ , - განაცხადა მოწერელიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეებმა კობა ქანთარიამ და ირაკლი ჯიქიამ თანამდებობები დატოვეს. ჯიქია დავით ფარცვანიამ ჩაანაცვლა. ამ დროისთვის გუბერნატორს სამი მოადგილე ჰყავს, ვაკანტური რჩება კიდევ ერთი მოადგილის თანამდებობა.


Print