ახალი ამბები
ზუგდიდსა და ფოთში დამატებით ახალი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება
ზუგდიდსა და ფოთში მუნიციპალური განვითარების ფონდი დამატებით ავტობუსების შემოყვანას გეგმავს. როგორც უწყების პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ შესაბამის ტენდერს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადებენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, რამდენი ახალი ავტობუსი იმოძრავებენ ზუგდიდსა და ფოთში.

„რეგიონებმა მოითხოვეს ახალი ტრანსპორტი, ჩვენ განვიხილეთ და გადავანაწილებთ ექვს ქალაქზე“, - გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ავტობუსების საქართველოს 6 ქალაქისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში იგეგმება.

Print