ახალი ამბები
მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშაც საავადმყოფოში გადაიყვანეს
საკანალიზაციო სამუშაოების დროს მიწის ჩამოშლისას დაშავებული მეორე მუშაც სამაშველო სამსახურმა უკვე ამოიყვანა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სუნხან ორჟონიას ინფორმაციით, ორივე მუშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩიქობავას ქუჩაზე მიმდინარე საკანალიზაციო სამუშაოების დროს ორი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში კანალიზაციის სამუშაოებზე ორი მუშა დაშავდა


Print