რეგიონი
ზუგდიდში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. სამუშაოების შესრულებისას მიწა კონსტრუქციამ ვეღარ დაამაგრა და ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა მიწის ქვეშ მოყვა. ორივე მათგანის ამოყვანა მაშველებმა შეძლეს.

პირველადი ინფორმაციით, ორივეს მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე თემაზე:


მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშაც საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზუგდიდში კანალიზაციის სამუშაოებზე მიწის ქვეშ ორი მუშა მოყვა
Print