ახალი ამბები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: პორტამდე გზა და რკინიგზა მის ფუნქციონირებამდე აშენდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიაში ღრმაწყლოვან ნავსადგურამდე მისასვლელი გზა და რკინიგზა პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულებებს გეგმის მიხედვით ასრულებს.

„ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა არ ყოფილა ამ პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი. პირველი ნაწილი უკვე წარმოდგენილია, 2 ოქტომბერს კი კონტრაქტორი სრულად წარმოადგენს პროექტს. ამის შემდეგ გეგმის მიხედვით მოხდება სამშენებლო სამუშაოებზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია. გზა და რკინიგზა, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაში ჰქონდა აღებული, პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის ტოპოგეოდეზიური სამუშაოები სრულდება
Print