ახალი ამბები
გალში ახალგაზრდა მამაკაცი რუსეთის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
გალის რაიონის სოფელ სიდაში 18 წლის ედგარ აბუხბა დააკავეს. მას რუსეთის მოქალაქის ძარცვასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მოქალაქემ დანაშაული 31 ივლისს სოხუმში ჩაიდინა. 

აბუხბა 2 აგვისტოს დააკავეს. გამოძიებას სოხუმის პროკურატურა აწარმოებს.


Print