რეგიონი
ზუგდიდში ლუდის ფესტივალი გაიმართება
ლუდი „ბავარია“, 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ფესტივალს გამართავს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ლუდთან ერთად გასართობი პროგრამები ელოდებათ. როგორც რადიო „ათინათს“ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერმა მიხეილ ქურდაძემ უთხრა, მოეწყობა სხვადასხვა შეჯიბრება, რომლის გამარჯვებულიც ამსტერდამში გაემგზავრება.

„ლუდის ფესტივალი დღეს იმართება ბათუმში. ხუთ აგვისტოს ჩამოვდივართ ზუგდიდში, სადაც იგეგმება ბევრი გასართობი პროგრამა. გარდა ამისა, სხვადასხვა აქტივობაში გამარჯვებულს გამოვავლენთ, რომელიც გაემგზავრება ამსტერდამში, სადაც  „ბავარიის“ 300 წლის იუბილეს აღნიშვნას დაესწრება. საქართველოდან სულ 28 ადამიანი მიდის, თითოეულ ქალაქს ეყოლება თითო გამარჯვებული“, - ამბობს ქურდაძე.

ლუდის ფესტივალი 5 აგვისტოს 18:00 საათზე დაიწყება. 
Print