ახალი ამბები
გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში რეპატრიანტთა ოჯახებს ბინები გადასცეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, რეპატრიანტთა 48 ოჯახს ბინები გადასცეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას „რეპატრიაციის მინისტრმა“ ბესლან დბარმა განუცხადა. მისი თქმით, მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში წელიწადნახევრის წინ დაიწყო, უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართით, რეპატრიანტთა კიდევ 96 ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება.

ახალაშენებულ სახლებში, სირიიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, თურქეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩასული მოქალაქეები იცხოვრებენ.


Print