რეგიონი
გულრიფშში ისტორიულ ძეგლებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭათ (ფოტო)
გულრიფშის რაიონში მდებარე 19 ისტორიულ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა ხელი.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით ამიერიდან გულრიფშის რაიონის სხვადასხვა სოფელში მდებარე ციხე-კოშკები, დოლმენები, ეკლესიები, კოშკები, გალავნები, ციხე-სიმაგრეები სარგებლობენ.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, კვლევა გაგრძელდება და სავარაუდოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აფხაზეთში მდებარე სხვა ძეგლებსაც მიენიჭება.


Print