ახალი ამბები
სოხუმი: ძებნაში გამოცხადებული შსს-ს ორი მაღალჩინოსანი დააკავეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს საგამოძიებო სამმართველოს ძებნაში გამოცხადებული ორი თანამშრომელი, ადგურ აუტლევი და ვიტალი კულოვი დააკავეს. აღნიშნული პირები საგამოძიებო ორგანოებში ნებაყოფლობით გამოცხადდნენ, წერს „აფსადგილ ინფო“. მათ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადამეტებული ძალის გამოყენებაში ედებათ. 

მანამდე, ამავე ბრალდებით, აღნიშნული სამმართველოს კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ბადრი ჯიკირბას, ასლან ჭედიას, მინას ოდაბაშიანს და ლევან თოფურიას, შინაპატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დანაშაულის ორგანიზებაში თანამონაწილეობის აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ფიზიკური ძალა გამოიყენეს ანზორ თარბას მიმართ, რომელიც 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. დაკავებულს მიაყენეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხეულის დაზიანებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიებას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.

ამავე თემაზე:

ოკუპირებულ აფხაზეთში სავარაუდო წამებაში ეჭვმიტანილი ორი სამართალდამცველი ძებნაში გამოცხადეს

აფხაზეთში ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილი პოლიციელებმა, სავარაუდოდ, წამებით მოკლეს



Print